
მოგესალმებით ყველას iPad-ის გაქართულების პროექტის არაოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მინდა გაუწყოთ, რომ დასრულდა iPad-ის გაქართულების პირველი ეტაპი.
ამ ეტაპზე გაქართულებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფის და პარამეტრების უმთავრესი ნაწილი.
დარჩენილი ნაწილის გაქართულება და შემდგომი დახვეწა გაგრძელდება უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ასევე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ახალი რეპოზიტორია რომელიც განთავსებულია პროექტის ვებ-სატიზე
თქვენს Cydia-ში დაამატეთ შემდეგი რეპოზიტორიის მისამართი
ipad.hi-tech.ge
და ინფორმაციის განახლების შემდეგ სექციებში ჩაემატება HI-TECH.GE
საიდანაც შეგიძლიათ დააყენოთ iPad-ის ქართული ენის პაკეტი.
დავით მაჭახელიძე - პროექტი HI-TECH.GE ავტორი და მთავარი რედაქტორი.